ნიგერიაში მეჩეთში ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა ქალმა თავი აიფეთქა. აღნიშნულ ინფორმაციას THE WASHINGTONPOST ავრცელებს.
როგორც ცნობილია, აფეთქების შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 35 დაშავდა.
მაუწყებლის ინფორმაციით, მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა როგორც ცნობილია, ქვეყანაში თავდასხმებს ძირითადად ტერორისტული დაჯგუფება "ბოკო ჰარამი" აწყობს.