დღეს, ადრიან დილით, ოზურგეთში თოვდა. გაზაფხულის თოვლი განსაკუთრებით დაეტყო მუნიციპალიტეტის სოფლებს _ აყვავებულ ტყემლებს თუ ატმებს ფანტელებიც შეერია. ამ დროისთვის წვიმს და თოვლჭყაპია. მოსახლეობა შიშობს, ამინდის ასეთ გაუარესებას ყინვა არ მოჰყვეს, რადგან თებერვლის თბილი ამინდების შემდეგ, გურიაში ყველანაირი ხეხილი აყვავდა და თუ ახლა საგაზაფხულო ყინვაც მოხდა, სავარაუდოდ, მრავალწლოვანი კულტურები უნაყოფოდ დარჩება.
_გაზაფხულზე თოვლჭყაპი ძალზე ცუდია, თუმცა ეს თხილის მოყინვას მაინც ვერ შეძლებს, _ ასეთ კომენტარს აკეთებენ გურულები შემოსავლის ძირითად წყაროზე, რომლის ფასიც დღესდღეობით საგრძნობლად დაცემულია, თუმცა იმედს მაინც მასზე ამყარებენ.