ქავთარაძის ქუჩაზე, სუპერმარკეტ "გუდვილის" ტერიტორიაზე მეხანძრეები და მაშველები ამ დრომდე მუშაობენ.
როგორც "გურია ნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, სამაშველო სამსახურსა და პოლიციას ტერიტორიის შესასვლელი გადაკეტილი აქვს და შიგნით არავის უშვებენ.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ვაკის რაიონის გამგებელმა ნოდარ ტურძელაძემ განაცხადა, მისი ინფორმაციით, დაშავდა ერთი მეხანძრე.
არის თუ არა მსხვერპლი, ჯერჯერობით ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ ვრცელდება.
ტურძელაძის ინფორმაციით, ასევე უცნობია ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა. როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, ზარალს სპეციალური კომისია დაითვლის და მოგვიანებით გახდება ცნობილი.