სურსათის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი, ზაზა დოლიძე ფეხბურთის განვითარების ფონდს ჩაუდგა სათავეში.
ზაზა დოლიძის ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელად გადასვლის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტროში ადასტურებენ.
როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, ზაზა დოლიძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა და უკვე ა(ა)იპ "ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდში" განაგრძობს მუშაობას.
ცნობისთვის, ზაზა დოლიძე სურსათის ეროვნულ სააგენტოს 2016 წლის 1 მარტამდე ხელმძღვანელობდა. იგი თანამდებობიდან პრემიერ-მინისტრის ბრძანების საფუძველზე გათავისუფლდა.