მიუნჰენის "ბაიერნისა" და პოლონეთის ნაკრების ლიდერის, რობერტ ლევანდოვსკის მეუღლე, ანა აღმოსავლური ორთაბრძოლებით ყოფილა გატაცებული.
ქალბატონი ანა სპორტული მიღწევებით სახელგანთქმულ მეუღლეს არ ჩამოუვარდება. ქალი მსოფლიო ჩემპიონის წოდებას ატარებს, რომელიც რამდენიმე წლის წინ, პრაღაში გამართულ შეჯიბრზე მოიპოვა.
ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ სოციალურ ქსელში, თავის გვერდზე, რობერტმა პოლონეთის ქალ კარატისთა ნაკრების ფოტო გამოაქვეყნა და დაურთო კომენტარი, რომ ამაყია თავისი მეუღლის მიღწევით.