შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი საამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, კანონიერი ქურდობის ბრალდებით, 1963 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ბაჩუკი ფ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბაჩუკი ფ. ბოლო 15 წელი რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობდა და ე.წ. ქურდულ სამყაროში აღიარებულია კანონიერ ქურდად. დაკავებული კანონიერ ქურდობას აღიარებს.
გამოძიება კანონიერი ქურდობის ბრალდებით მიმდინარეობს.