Deutsche Welle-ს ცნობით, ევროპის რამდენიმე ქვეყანა, შეშფოთებული პენტაგონის ხელმძღვანელის პიტ ჰეგსეტის განცხადებით, რომ აშშ-ს უსაფრთხოების პრიორიტეტი ევროპა არ არის, ჩუმად მუშაობენ უკრაინაში ჯარების გაგზავნის გეგმაზე. ამით ისინი ცდილობენ დაეხმარონ უკრაინას რუსეთთან შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებებში მისთვის სასარგებლო შედეგის მიღწევაში_ ამის შესახებ სააგენტო Associated Press (AP) იუწყება.
Associated Press-ის თქმით, ამ ძალისხმევას ბრიტანეთი და საფრანგეთი ხელმძღვანელობენ, თუმცა, გეგმის კონკრეტული დეტალების გასაჯაროებისაგან თავს იკავებენ.
“თუ ბოლოსდაბოლოს მშვიდობას მივაღწევთ, მაშინ საჭირო იქნება უკრაინის უსაფრთხოების სამომავლო გარანტიები”, _ ციტირებს AP-ს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს კირ სტარმერს.
ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა ჰანო პევკურმა განუცხადა AP-ს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის (MSC) მიღმა, რომ დისკუსიები იყო “ძალიან ადრეულ ეტაპზე”.