1841 წლის გურიის ჯანყის მონაწილე ჭანჭათელი გოგია ვადაჭკორია ჰყვებოდა:
,,რუსმა უპრაგონოთ შეგვაწერა კომლზე ხუთი შაური. რომ გადაგვეხადა, მეტს შეგვაწერდა, პაწეით შეგვაჩოვდა და მერე დაგვჯორგავდა. აგი ქე მიუხდით და ვიპუნტეთ…
რუსი რომ გამოგვეკიდა, უკანიდან უკამანდრეს, პრიამა, პრიამაო. ჩვენ წინ გზაზე პრიამათ დიდი წიფელა დავაგორეთ.
რუსებს გუუჭირდა წიფელაზე გადარება, მიადგა მისი პრტყელი ტაპორაით და წიფელა გადამორა. გზაი გეიკეთა პრიამათ, ამასობაში ჩვენ უკნიდან შემოუარეთ და სულ ჩორთი, ჩორთი გვეძახეს”.
"გურული ფირალები"
ფოტოზე, კადრი ფილმიდან ,,ჯანყი გურიაში" რეჟისორი ა. წუწუნავა, 1928.