საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი დაიწყო.
ჟიურის გადაწყვეტილებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტიდან ეროვნული ფესტივალის II ტურში 5 ანსამბლი გადავიდა: მგალობელ-მომღერალთა გუნდი „შემოქმედი“ (ხელმძღვანელი ლაშა ჩხარტიშვილი);
მგალობელ-მომღერალთა ტრიო „ხელხვავი“ (ხელმძღვანელი ლაშა ჩხარტიშვილი);
მომღერალ გოგონათა გუნდი (ხელმძღვანელი ნათია გორდელაძე, ლიხაური);
გორდელაძეების ოჯახი (ლიხაური) და მგალობელთა ტრიო „ლაზარე“ (ხელმძღვანელი ვასილ ცეცხლაძე, ლაითური).
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის ხელმძღვანელის ეკატერინე მგელაძის ინფორმაციით, გურიის, აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მონაწილეთა II ტური ჩატარდება 30-31 მაისს, ქალაქ ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში.