საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ბრიუსელის აეროპორტში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს საჭიროების შემთხვევაში ცხელ ხაზზე დარეკონ.
"საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ, ბრიუსელის აეროპორტში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით ბელგიის სამეფოში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ამოქმედდა საკონსულო სამსახურის ცხელი ხაზი: +32 4777 000 34 / +32 470 2442 62", _ აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ბრიუსელის ზავენტემის აეროპორტში ორი ძლიერი აფეთქება ცოტა ხნის წინ მოხდა. აეროპორტიდან ადამიანების ევაკუაცია განხორციელდა. აეროპორტი ამ დროისთვის დახურულია. გაუქმებულია ყველა რეისი. დაუზუსტებელი ინფორმაციით, აფეთქებების შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა.
ამავე თემაზე: