ბრიუსელის აეროპორტში მომხდარი აფეთქების გამო ბელგიაში საქართველოს საკონსულოში ცხელი ხაზი ამოქმედდა.
საქართველოს კონსული რუსუდან დიდებულიძე აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქეებს 24-საათის განმავლობაში შეუძლიათ დარეკონ ნომრებზე: +32 4777 000 34 / +32 470 2442 62.
ამასთან, მისივე განმარტებით, ამ დროისთვის საელჩოს ბრიუსელის აეროპორტში მყოფი საქართველოს მხოლოდ ერთი მოქალაქის შესახებ აქვს ინფორმაცია.
"აეროპორტში ამ დრომდე მიმდინარეობს მგზავრთა ევაკუაცია. სამწუხაროდ, ჩვენ აეროპორტიდან ჯერჯერობით ვერანაირ ინფორმაციას ვერ ვიღებთ – აეროპორტის არც ერთ ტელეფონზე არავინ პასუხობს. ამ დროისთვის რაც ვიცით არის მხოლოდ ის, რომ აეროპორტში საქართველოს ერთი მოქალაქე იმყოფება, რომელიც თავს კარგად გრძნობს", _ განაცხადა საქართველოს კონსულმა.
რუსუდან დიდებულიძის ინფორმაციით, აეროპორტში ყველა რეისი გაუქმებულია.