0ამერიკული მასმედიის მტკიცებით, კალათბურთის ვარსკვლავმა კობი ბრაიანტმა სასამართლოში უჩივლა საკუთარ დედას და მას ქურდობაში დასდო ბრალი.
"ლოს-ანჯელეს ლეიკერსის" ვარსკვლავმა განაცხადა, რომ დედამ მას პირადი ნივთები მოჰპარა, რათა აუქციონზე გაეყიდა.
პამელა ბრაიანტმა აუქციონს კობის მაისურები, საჩემპიონო ბეჭდები, თასები და სხვა 100-მდე ნივთი გადასცა და ამაში 450 ათასამდე დოლარი მიიღო.
კობი მოითხოვს, რომ სასამართლომ მას დაუბრუნოს ნივთები, ხოლო დედა ქურდობის ფაქტზე დაიკითხოს.
ცნობილია, რომ დაპირისპირება დედა-შვილს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც კობიმ პამელას უარი განუცხადა, ლას-ვეგასში ძვირად ღირებული სახლის შეძენაზე.