ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ცნობილი გახდა,რომ "სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს" ახალი ფართი გამოეყოფა.
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან 281.21 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართის, სსიპ "სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრისათვის" არსებობის ვადით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის შესახებ, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე. – ეს საკითხი დებატების და კითხვების გარეშე დაამტკიცes დეპუტატებმა.
"გურია ნიუსის" ინფორმაციით, "სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი" გურიის პოლიციის სამმართველოს ყოფილ შენობაში დაიდებს ბინას. დახმარების ცენტრის ადგილსამყოფელი ამჟამად "მედალფას" ოზურგეთის სამედიცინო ცენტრიის ტერიტორიაზეა.