ბრიუსელის საერთაშორისო აეროპორტში აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა ძმებმა, ხალიდ და ბრაჰიმ ელ-ბაკრაუებმა განახორციელეს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, პოლიცია მათ 15 მარტს განხორციელებული სპეც ოპერაციის შემდეგ ეძებდა.
რაც შეეხება მესამე ეჭვმიტანილს, ის ნაზიმ ლააშრაუია და მას სამართალდამცავები ეძებენ.
მაუწყებლის ინფორმაციით, ხალიდ ელ-ბაკრაუს ბელგიის დედაქალაქში ბინა ყალბი სახელით ჰქონდა დაქირავებული.
გავრცელებული ცნობით, ის იმ ბინაში ცხოვრობდა სადაც სამართალდამცავებმა გასულ კვირას სროლის შედეგად შეიარაღებული პირი მოკლეს.
როგორც ცნობილია, ბრიუსელში გუშინ მომხდარი ტერაქტზე,რომლის შედეგად 34 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 250 დაშავდა, პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.
მაუწყებლის ინფორმაციით, ქვეყანაში სამ დღიანი გლოვაა გამოცხადებული.