BBC-ის ინფორმაციით, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი, მანუელ ვალსი აცხადებს, რომ ბრიუსელში მომხდარი აფეთქებების შემდეგ ევროკავშირმა საზღვრებზე კონტროლი უნდა გაამკაცროს.
"აუცილებელია, რომ ევროკავშირის საზღვრებზე კონტროლი უნდა გაამკაცროს,"_განაცხადა ვალსმა.
მაუწყებლის ინფორმაციით, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა საფრანგეთის რადიოსთან საუბრისას აღნიშნა, რომ მომატებული სიფხიზლეა საჭირო, რათა ევროპაში ყალბი პასპორტებით ადამიანების შესვლა შეწყდეს.
მანუელ ვალსის ცნობით, "ისლამურ სახელმწიფოს" სირიაში დიდი რაოდენობით მოპარული პასპორტები აქვს.