დაბა ურეკში მცხოვრები გოგოუაძეების ათსულიანი ოჯახის საცხოვრებელი სახლის გადახურვითი სამუშაოები დაიწყო.
მიმდინარე წლის იანვარში მოსულმა თოვლმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში მესხის ქუჩაზე მცხოვრები გოგუაძეების 10 სულიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დატოვა. ოჯახის დიასახლისის მაია ხაჩიძის თქმით, თოვლის საფარი იმდენად დიდი იყო, რომ სახლის სახურავზე თოვლის გადასაყრელად ასულ ბიჭებს ჭერმა ვეღარ გაუძლო და ჩამოინგრა.
გოგოუაძეების სახლის სახურავი დიდთოვლობის დროს ჩამოინგრა.
ოჯახის რამდენიმე წევრი დროებით ნაქირავებ სახლში ცხოვრობდა.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა გოჩა აბაშმაძემ მოინახულეს.
(R)