ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მესამე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმერ სიხარულიძე, რომელიც შუა ამაღლების მაჟორიტარი დეპუტატია, მეოთხე მოწვევის საკრებულოს დეპუტატებმა სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს.
მას მხარი სხდომაზე მყოფი 37 დეპუტატიდან 37-მა დაუჭირა. ცხადია, მას, მისი კოლეგების მსგავსად, ოპოზიციამაც დაუჭირა მხარი (სხდომას მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი არ ესწრება).
სიხარულიძემ ამ მოწვევის ისევ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეობა სურდა, თუმცა, სხდომის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გამართულ უმრავლესობის სხდომაზე ამ პოსტზე დავით გუდავაძის კანდიდატურის დაყენება გადაწყდა, რომელიც უკვე აირჩიეს 36 ხმით.