ბელგიის ფედერალური პროკურატურა ბრიუსელის ტერაქტში ეჭვმიტანილის, ნაზიმ ლააშრაუის დაკავებას უარყოფს. აღნიშნულ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
როგორც ცნობილია, სამართალდამცავებმა ბრიუსელში ერთი პირი დააკავეს, რომელიც სავარაუდოდ ნაზიმ ლააშრაუი იყო.
ბელგიის ფედერალური პროკურორის, ვან ლეუის განცხადებით, ბრიუსელში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაიღუპა 31 და დაშავდა 271 ადამიანი, აეროპორტის აფეთქებაში ეჭვმიტანილი მესამე პიროვნება ჯერ კიდევ თავისუფალია და მას სამართალდამცავები ეძებენ, გარდა ამისა, მან მესამე ბომბი დატოვა და არავინ მოუკლავს.
მისივე თქმით, ერთ-ერთი თვითმკვლელი ტერორისტი, რომელმაც თავი აეროპორტში აიფეთქა იბრაჰიმ ელ-ბაკრაუი არის, მაგრამ მეორე თვითმკვლელი ტერორისტის ვინაობა ამ დროისთვის უცნობია.
რაც შეეხება ხალიდ ელ ბაკრაუს, მან აფეთქება მეტროში განახორციელა, ხოლო მისი ვინაობის დადგენა თითის ანაბეჭდებით მოხერხდა.
ბელგიის ფედერალური პროკურორის ინფორმაციით, იმ ტაქსის მძღოლის ბინაში, რომელმაც ტერორისტები აეროპორტში მიიყვანა 15 კილო ასაფეთქებელი ნივთიერება აღმოაჩინეს.