ჩვენი წყაროს ინფორმაციით, საჯარო სამსახურში დასაქმებულ ადამიანებს, საარჩევნოდ ნაციონალური მოძრაობის ხმის მიმცემი, მინიმუმ 10 ადამიანის მიყვნას სთხოვენ. ამ მოთხოვნით დახურული შეხვედრები უკვე დაიწყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო იურიდიულ პირებში. წყაროს თქმით, რამდენიმე აიპ-ის თანამშრომლებს დახურულ თათბირზე დაუკონკრეტეს, რომ თუ არჩევნებზე 10 მხარდამჭერის მიყვანას ვერ შეძლებენ, სამსახურს დაატოვებინებენ.
“ნაციონალური მოძრაობის” ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, ილია ვაშაყმაძე ამ ინფორმაციას არ ადასტურებს:
_ გატყუებენ. ასეთი რამ არ ყოფილა. თქვენ გჯერათ ეს? _ გვითხრა ვაშაყმაძემ და პასუხზე, რომ წყაროს კვალიფიკაციიდან გამომდინარე, გვჯეროდა, გვიპასუხა _ არ დაიჯეროთ!