პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა 2015 წლის განმავლობაში, 64 სამართალდარღვევის ფაქტი გამოავლინა. ამის შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ანგარიშშია აღნიშნული, რომელსაც დღეს პარლამენტის იურიდიული და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტებზე უსმენენ.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, მონაცემთა ბაზებში დაცულ ინფორმაციაზე თანამშრომელთა მხრიდან არამიზნობრივი წვდომის გამოვლენილ სამართალდარღვევათაგან 23 შემთხვევაში პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება ხანდაზმულობის 2-თვიანი ვადის გასვლის გამო ვერ მოხერხდა.
აგარიშის მიხედვით, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ჯარიმის ან გაფრთხილების სახით 41 ორგანიზაციას დაეკისრა.