შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამას დიდუბის გამგეობა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სამხატვრო აკადემიის სტუდენტები შეუერთდნენ. მათ თბილისში, დიღომში, ბელიაშვილის ქუჩის ერთ-ერთ მონაკვეთზე ზებრა-გადასასვლელი მოხატეს.
სამხატვრო აკადემიისა და ილიაუნის სტუდენტებმა ქვეითთა გადასასვლელის მოხატვა გვიან ღამით დაიწყეს და დილით დაასრულეს. ზებრა-გადასასვლელზე გამოსახულია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ლოგო.
აქციის ფარგლებში, შსს-სა და დიდუბის გამგეობის წარმომადგენლებმა მძღოლებსა და ქვეითებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში დამზადებული სტიკერები და საინფორმაციო მასალები დაურიგეს.
კამპანიის მიზანია ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.