ასწლოვანი ხე _ ლილეოდენდრონი, ჯერ კიდევ შეკვეთილშია.
ციხისძირიდან შეკვეთილში ასწლოვანი ხის, აფრიკული "ტიტას" წყლიდან ხმელეთზე გადატანის პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს.
როგორც “გურია ნიუსს“ შეკვეთილში უთხრეს, ადგილზე, შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილიც გამოჩნდეს.
სამუშაოებს თვალყურს ადევნებენ სამართალდამცავები, ადგილზე იმყოფება ბიძინა ივანიშვილის ძმა ადიკო ივანიშვილი, ასევე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი კოტე შარაშენიძე.