"გურია ნიუსის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, დღეს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "სახალხო ხელისუფლებას" პრეზენტაცია და ყრილობა გაიმართა თბილისში.
ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ გაერთიანებას სათავეში ლევან მამალაძე ჩაუდგა და ის სკაიპით ჩაერთო ყრილობის მონაწილეებს.
ასევე ჩვენთვის ცნობილია, რომ "სახალხო ხელისუფლებას" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი ლელა ნაცვალაძე ჩაუდგება სათავეში.
"ამ ეტაპზე სამომავლო გეგმებზე ვერ ვისაუბრებ. ერთი შემიძლია გითხრათ ის, რომ მოხდება გურიაში რამდენიმე საინიციატივო ჯგუფის შექმნა და ამასთან დაკავშირებით მოგვიანებით გავაკეთებთ განცხადებას," – გვითხრა ლელა ნაცვალაძემ.