მსოფლიოში ყველაზე დიდი თმა აქვს ჩინელ ხი კიიუპინეს. ის მას 1973 წლიდან იზრდის. 2004 წლისთვის თმის სიგრძემ 5,6 მეტრი შეადგინა და ზრდა შეწყვიტა. დღემდე ამ სიგრძეს ინარჩუნებს.
"ფორმულა 1-ის" რბოლებში ქალებს შესწევთ უნარი, არ ჩამორჩნენ მამაკაცებს, მაგრამ ამ შეჯიბრების არსებობის განმავლობაში, მხოლოდ ხუთმა ქალმა მიიღო მასში მონაწილეობა. ხუთიდან კი მხოლოდ ორმა დაასრულა რბოლა და გადალახა საკვალიფიკაციო ბარიერი.
ქალები ორჯერ უფრო ხშირად ახამხამებენ თვალებს და ამთქნარებენ, ვიდრე მამაკაცები.
დაძახებაზე ქალი მხოლოდ თავს აბრუნებს. კაცი კი მთელი ტანით ტრიალდება. იმიტომ, რომ მისი კისერი ქალის კისერივით ელასტიკური არ არის.
ძველ რომში ქალებს საკუთარი სახელები არ ჰქონდათ. მათ იმ გვარით მოიხსენიებდნენ, სადაც დაიბადნენ. მაგალითად, იულია – იულიუსების გვარიდან. თუ ოჯახში რამდენიმე ქალიშვილი იყო, მათ უბრალოდ ნომრავდნენ: სეგუნდა (მეორე), ტურცია (მესამე) და ასე შემდეგ…