BBC-ის ინფორმაციით, კვიპროსის პრეზიდენტმა ნიკოლას ანასტასიაიდისმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ თვითმფრინავის გატაცებას ტერორიზმთან კავშირი არ აქვს.
"თვითმფრინავის გატაცებას ტერორიზმთან კავშირი არ აქვს,"_განაცხადა ანასტასიაიდისმა.
როგორც ცნობილია, თვითმფრინავის გატაცება გამტაცებლის პირად მოტივებს უკავშირდება.
გავრცელებული ინფორმაციით, გამტაცებელს კვიპროსში მცხოვრები ყოფილი მეუღლის ნახვა სურდა.
მაუწყებლის ინფორმაციით, ლარნაკას აეროპორტში მოლაპარაკებების საწარმოებლად იბრაჰიმ სამაჰას მეუღლე უკვე მიიყვანეს.
როგორც ცნობილია, თვითმფრინავში გატაცების დროს 82 მგზავრი იმყოფებოდა, რომელთა უმეტესობა ამ დროისთვის გათავისუფლებულია.