ფირალი ირაკლი კალანდარიშვილს მოსაკლავად მთავრობამ დაიქირავა ვინმე იაკობაი გოგიჩაიშვილი _ მაუზერისტი, ნახირის ქურდი და შპიონი.
კალანდარიშვილს ეს აცნობეს და ის ამხანაგ დათუნაიშვილთან ერთად მკვლელს ჩაუსაფრდა.
ერთხელ აცანის გზაგზე დასასვენებლად ჩამომჯდარი გოგიჩაიშვილი განაიარაღეს, დათუნაიშვილი მის მოსაკლავად იწევდა, მაგრამ კალანდარიშვილმა არ დაანება, სამაგიეროდ მაუზერის ტყვიები მოსთხოვა.
მართლაც, გოგიჩაიშვილი შემდეგ რეგულარულად უგზავნიდა სამალავში ტყვიებს.
კონსპირაციის მიზნით კალანდარიშვილი და მისი ამხანაგი ხანდახან ქალის ტანსაცმელში გამოწყობილი გადაადგილდებოდნენ.
ერთხელ პოლიციისთვის მათი ადგილსამყოფელი სულ შემთხვევით პატარა ბიჭის წყალობით გახდა ცნობილი, რომელსაც მეზობლისთვის უთქვამს: “ჩვენთან იმფერი ქალებია, ფეხზე დამდგარი რომ ფსამენო”.
წიგნიდან გურული ფირალები, ავტორი ირაკლი მახარაძე