ცოტა ხნის წინ უსიამოვნობაში მოხვედრილი მომხიბლავი ჩოგბურთელი მარია შარაპოვა ფოტოგრაფებმა მექსიკის ერთ-ერთ საუკეთესო კურორტზე, კანკუნის სანაპიროზე დააფიქსირეს.
ამჟამად დისკვალიფიცირებული ჩოგბურთის ვარსკვლავი ამდროინდელი წარუმატებელი პერიოდის დავიწყებას მზისა და ზღვის საშუალებით ცდილობს.
შარაპოვა კანკუნში დაცვის გარეშე, მეგობრებთან ერთად არის ჩასული.
კანკუნი მექსიკის ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ კურორტად ითვლება, სადაც დასასვენებლად მსოფლიო დონის ვარსკვლავები ჩადიან. მაგალითად, რამდენიმე ხნის წინ კანკუნში კრიშტიანუ რონალდუს ყოფილი საცოლე – ირინა შეიკი იყო ჩასული.