ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, დაბა ნასაკირალში ახალი მეჩეთი შენდება. მუსლიმი მრევლის წინამძღვარი შაქრო ნეკეიძე ამბობს, რომ მეჩეთის მშენებლობა ნელ ტემპში მიმდინარეობს.
'ხალხი ამ შენობას აკეთებს მისი ზურგით, მისი ხელით, მისი ფეხით, მისი ძალითა და მისი ყველანაირი ენერგიულობით. ნელ-ნელა მიმდინარეობს მშენებლობა, მაგრამ ეს არ გვიშლის ლოცვაში ხელს. გავაკეთებთ, გადავხურავთ, შევალთ და კიდევ ვილოცებთ და დავლოცავთ ჩვენს სახელმწიფოს." – გვითხრა შაქრო ნეკეიძემ.
მისივე თქმით, პარასკევის ლოცვაზე დაბაში მცხოვრები კიკვაძის ოჯახისთვის ფული შეიკრიბა.
"ასე ხდება ხანდახან. აუცილებლად უნდა დავეხმაროთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ჩვენი დახმარება ჭირდება. პარასკევის ლოცვაზე შევკრიბეთ თანხა და გადავეცით კიკვაძეების ოჯახს." – თქვა ჩვენთან საუბრის დროს შაქრო ნეკეიძემ.
უფრო ვრცლად არის თუ არა რელიგიური უმცირესობების უფლებები დაცული საქართველოში შეგიძლიათ ნახოთ "გურია ნიუსის" ჟურნალისტების მიერ მომზადებულ გადაცემაში.