მმართველი გუნდის წარმომადგენელმა, თამაზ მეჭიაურმა, გადაცემა არჩევანში ე.წ. პანამის დოკუმენტებზე საუბრისას ნაციონალურ მოძრაობას ბიძინა ივანიშვილის კრიტიკის გამო უსაყვედურა.
დეპუტატმა ივანიშვილის მხრიდან წინა ხელისუფლების დაფინანსების თემა გაახსენა და თქვა, რომ ნაციონალური მოძრაობა მაშინ არ ინტერესდებოდა, „საიდან მოჰქონდა ივანიშვილს ფული“.
„რატომღაც არ იძიებდით, როდესაც გეხმარებოდათ ბიძინა ივანიშვილი და გაფინანსებდათ. ხომ არ დაგავიწყდათ? ახლა რომ წამომაძახებთ ხოლმე, შენი კურსელი იყოო, ერთხელ მითხარით, როდის დამეხმარა მე. ის ფული რომ შემოჰქონდა, რატომ არ კითხულობდით, საიდან მოჰქონდა ეს ფული,“ – აცხადებს თამაზ მეჭიაური.