იტალიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, სილვიო ბერლუსკონის, გამოყენებული ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობაში სდებენ ბრალს.
ქალაქ არკორიში მდებარე კერძო ტერიტორიაზე არსებული ქუჩის განათების მოხმარებული ენერგიის გადასახადს წლების განმავლობაში ქალაქის მუნიციპალიტეტი იხდიდა და ეს თანხა წელიწადში 120 ათას ევროს შეადგენდა.
სინამდვილეში კი აღნიშნული ტერიტორია ბერლუსკონის საკუთრებას წარმოადგენს და ქალაქის მთავრობამ ბერლუსკონის გადასახადის სახით 2-ათასიანი ქვითარი წარუდგინა, თუმცა, განმარტებაც გააკეთეს, რომ წინა გადახდილ ქვითრებში თანხის უკან მოთხოვნას არ აპირებენ, რადგან საბიუჯეტო თანხებიდან გადახდა მათი შეცდომის გამო ხდებოდა.