ამერიკის შეერთებულ შტატებში, მისისიპის სტატში მიიღეს კანონი, რომელიც დამსაქმებლებს უფლებას აძლევს გეი წყვილებს სამუშაო არ მისცენ. აღნიშნულ ინფორმაციას TELEGRAPH ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, კანონი უფლებადამცველებმა დაგმეს.
ადვოკატების თქმით, კანონი იცავს იმ ადამიანებს, რომლებიც ერთსქესიანთა ქორწინებას რელიგიიდან გამომდინარე ეწინააღმდეგებიან და მათ ცოდვილებად მიიჩნევენ.
როგორც ცნობილია, კანონს ხელი მისისიპის გუბერნატორმა ფილ ბრიანტმა მოაწერა.
მისი თქმით, კანონი არ არის დისკრიმინაციული და იცავს რელიგიის თავისუფლებას.
"ეს კანონპროექტი არ ზღუდავს ნებისმიერი მოქალაქის კონსტიტუციით დაცულ უფლებებს და ფედერალური და სახელმწიფო კანონების ქვეშ მის ქმედებებს,"_განაცხადა გუბერნატორმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანაში ერთსქესიანთა ქორწინება გასულ წელს დაკანონდა, თუმცა მაუწყებლის ინფორმაციით, გეი წყვილებისთვის ქორწინების ლიცენზიის მიცემისთვის, როგორც დაზარალებულებისთვის, რომლებიც რელიგიის გამო ისჯებიან, ამერიკის შეერთებული შტატების პატარა ქალაქის კენტუკის კლერკი, კიმ დევისი დააპატიმრეს.
როგორც ცნობილია, მის დაპატიმრებას მხარი დაუჭირა სენატორმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა ტედ კრუზმა.
მაუწყებლის ინფორმაციით, გასულ თვეს ჩრდილოეთ კაროლინაში მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც გეებს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საპირფარეშოთი სარგებლობა ეკრძალებათ.
როგორც ცნობილია, მიღებული კანონპროექტი "ეფლმა," "გუგლმა" და ამერიკის ეროვნულმა კალათბურთის ასოციაციამ გააკრიტიკეს.
ინტერნეტ გადახდის კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, დენ შულმანის თქმით, მიღებული კანონი ხელს უწყობს დისკრიმინაციას და არღვევს კულტურის ღირებულებებსა და პრინციპებს.