აზერბაიჯანი სომხეთის ჯარისკაცებს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების დარღვევაში ადანაშაულებს. აღნიშნულ ინფორმაციას AZERNEWS ავრცელებს.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სომხეთმა ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება 115-ჯერ დაარღვია.
"მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვში აზერბაიჯანისა და სომხეთის გენერალური შტაბის უფროსებს შორის შემდგარი შეხვედრის შედეგად ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მიღწეულია, სომხური მხარე კვლავ განაგრძობს შეთანხმების პირობების დარღვევას,"_აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში.
როგორც ცნობილია, მთიან ყარაბაღში 2 აპრილს საბრძოლო ქმედებები დაიწყო, ხოლო 5 აპრილს მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.