პანამაში საიდუმლო ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ კომპანია "მოსაკ ფონსეკა" აცხადებს, რომ ის ჰაკერების მსხვერპლი გახდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
რამონ ფონსეკას განცხადებით, კომპანიის სერვერები გატეხეს.
როგორც ცნობილია, კომპანიამ საჩივრით პანამის გენერალურ პროკურატურას მიმართა.
გავრცელებული ინფორმაციით, 11 მილიონზე მეტი დოკუმენტის პანამას კომპანიიდან გაჟონვის შემდეგ, რამდენიმე ქვეყანაში თანამდებობის პირების შესაძლო ფინანსურ ქმედებებს იძიებენ.
მაუწყებლის ინფორმაციით, იმეილის სერვერზე მომხდარი არასანქცირებული დარღვევის შესახებ, გასულ კვირას კომპანიამ თავის კლიენტებს მეილზე შეტყობინება გაუგზავნა.
როგორც ცნობილია, კომპანია მედიაორგანიზაციებს ადანაშაულებს იმ დოკუმენტების გასაჯაროებაში, რომლებიც არასანქცირებული წვდომის შედეგად კომპანიიდან აიღეს.