BBC-ის ინფორმაციით, ყოფილი პორნოვარსკვლავი ამბერ რაიანი, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, გარდაცვლილი იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, 31 წლის მსახიობი ძილში გარდაიცვალა.
როგორც ცნობილია, ამბერ რაიანი, რომლის ნამდვილი სახელი მეგან ურენია, პორნო ფილმებში ათწლეულის განმავლობაში თამაშობდა, ვიდრე 2015 წელს პენსიაზე არ გავიდა.
მაუწყებლის ინფორმაციით, ამბერ რაიანი ერთ-ერთი იყო იმ ქალებს შორის, რომლებიც პორნო ვარსკვლავს, ჯეიმს დინს, შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებდნენ.
როგორც ცნობილია, ჯეიმს დინი ბრალდებას უარყოფს.