ინგლისის ნაკრებისა და "ასტონ ვილას" 33 წლის მცველმა, ჯოლეონ ლესკოტმა, ტანსაცმლის ბიზნესში ჩართვა გადაწყვიტა და მეგობართან ერთად ბრენდი "ლესკოტ-სტიუარტი" დააფუძნა, რომლის დირექტორად საკუთარი თავი დანიშნა.
კომპანიის პირველი ხაზის ჩვენება ცოტა ხნის წინ ლონდონში გაიმართა და მოწვეულ სტუმრებს შორის "ასტონ ვილას" ფეხბურთელები ჭარბობდნენ.
ფეხბურთელების მტკიცებით ლესკოტის ტანსაცმელი გემოვნებიანი და მოდურია.