ამჟამად, თბილისში, მიმდინარეობს მინდია გულუას პარტიის მიერ ორგანიზებული, დევნილთა მხარდასაჭერი აქცია.
ამ წუთებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საპატრულო პოლიციამ დააკავა პარტიის ახალგაზრდული ფრთის რამდენიმე წარმომადგენელი, რომლებიც ძალით ჩასვეს მანქანაში და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.
მიუხედავად იმისა, რომ საპატრულო პოლიცია ამ ფაქტს უარყოს, დასახელთა დაკავებულთა ვინაობა _ ესენი არიან ლაშა ჯავახიშვილი და ლევან გაფრინდაშვილი.
თვითმხილველი სოფო გულია აცხადებს, რომ მან დაინახა, როგორ ჩატენეს პოლიციელებმა ძალის გამოყენებით სამი ახალგაზრდა საპატრულო მანქანაში და გაურკვეველი მიმაულებით წაიყვანეს.გულია ამბობს, რომ მანქანაში უკვე ჰყავდათ ჩასმული ორი პიროვნება. ეს მაშინ მოხდა როცა ეს ბიჭები გოგონებს აცილებდნენ.