მათგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქში სატვირთო ავტომობილების გადაადგილების შეზღუდვა გახლავთ. სატვირთო ავტომობილები ქალაქის შემოვლითი გზებით ისარგებლებენ.
დღეს ქალაქის მერმა ბეგლარ სიორიძემ საპატრულო პოლიციის წარმომადგენელთან და ქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელებთან ერთად ქალაქის ის ცენტრალური ქუჩები მოინახულა, სადაც საგზაო ნიშნები განთავსება იგეგმება.
საპატრულო პოლიციის წარმომადგენელი იმ სამუშაო ჯგუფის წევრია, რომელიც ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიასთან ბეგლარ სიორიძის ინიციატივით შეიქმნა. აღნიშნულ ჯგუფში სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები შედიან და მისი მიზანი ქალაქისთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით ოპერატიული, კოორდინირებული მუშაობა და საზოგადოების ინტერესების შესაბამისი, ეფექტური შედეგის მიღებაა.
საგზაო ნიშნების სქემაზე ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურებთან ერთად აღნიშნული ჯგუფი იმუშავებს. მოძრაობის წესების ახალი რეგულაციები მაქსიმალურად უსაფრთხოს გახდის ქვეითთა გადაადგილებას, ასევე, დაარეგულირებს ავტომობილების მოძრაობას.
შემუშავებული სქემა დასამტკიცებლად ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უახლოეს მომავალში წარედგინება.
(R)