საფრანგეთი და გერმანია,მიუხედავად ჰოლანდიაში გამართული რეფერენდუმის უარყოფითი შედეგისა, ევროკავშირის შეთანხმებას, დაამყაროს მჭიდრო სავაჭრო კავშირი უკრაინასთან, მხარს უჭერენ. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, აღნიშნული განცხადება პრეზიდენტმა ოლანდმა საფრანგეთში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.
როგორც ცნობილია, შეხვედრა, რომელიც მედიასთვის დახურულ კარს მიღმა ჩატარდა, ევროპის ეკონომიკის, ტერორიზმთან ბრძოლისა და მიგრანტების კრიზისის შესახებ მსჯელობას დაეთმო.
მაუწყებლის ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტმა და გერმანიის კანცლერმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ასევე დაადასტურეს თავიანთი მხარდაჭერა ლიბიის ერთიანი მთავრობისადმი, რომელიც ტრიპოლიში ავტორიტეტის განმტკიცებას ცდილობს.