WASHINGTONPOST-ის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ოფშორული ანგარიშების ქონას უარყოფს და აცხადებს, რომ პანამას ჩანაწერები ოფშორული კომპანიებისა და ანგარიშების შესახებ, ამერიკის შეერთებული შტატების რუსეთის წინააღმდეგ ომის შემადგენელი ნაწილია და მიზნად ისახავს რუსეთის შესუსტებას.
მაუწყებლის ინფორმაციით, პუტინმა ასევე დაიცვა მუსიკოსი მეგობარი, რომელიც პანამას ჩანაწერებში დასახელებულია, როგორც ოფშორული კომპანიის მფლობელი.
პუტინის თქმით, ის ამაყობს როლდუგინით, რადგან ქველმოქმედმა, საკუთარი სახსრები გაიღო რუსეთის სახელმწიფო კოლექციისთვის იშვიათი მუსიკალური ინსტრუმენტების შესასყიდად.
პანამას ჩანაწერების მიხედვით, მუსიკოსს სერგეი როლდუგინს ოფშორული საბანკო ანგარიში აქვს გადასახადების დამალვისათვის გაკეთებული და დაახლოებით 2 მილიარდი დოლარის ფულადი ტრანსფერი პუტინამდე მიდის.