"ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა სირიაში, ცემენტის ქარხნის 300-მდე მუშა შეიპყრეს. აღნიშნულ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
თვითმხილველების თქმით, მუშები ავტობუსებით "ისლამური სახელმწიფოს" მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის მიმართულებით წაიყვანეს.
ლონდონში დაფუძნებული ადამიანთა უფლებების დამცველი სირიის ობსერვატორიის ინფორმაციით, თავდასხმის დროს ცემენტის ქარხნის 140-ზე მეტმა მუშამ გაქცევა შეძლო, ხოლო 250-მდე დაიკარგა.