რუსეთის რეჟისორები გეგმავენ ქვეყნის პრეზიდენტს, სახელმწიფო სათათბიროს და კულტურის სამინისტროს გაუგზავნონ შუამდგომლობა რუსული საბავშვო კინოს დასაცავად. აღნიშნულ ინფორმაციას CALVERT JOURNAL ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, პროექტის ინიციატორი საერთაშორისო საოჯახო ფილმის ფესტივალის "UP"-ის ხელმძრვანელი, იური რიაზანოვია.
"საბავშვო კინო ძალიან დელიკატური საკითხია,რასაც ჩვენ მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ. სახელმწიფომ უნდა დაარეგულიროს ბაზარი და დაეხმაროს, როგორც დისტრიბუციას, ისე წარმოებას,"_ამბობს რიაზანოვი.
შუამდგომლობის ავტორების თქმით, ისინი გეგმავენ შექმნან სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც შევლენ რეჟისორები, დისტრიბუტორები, ფსიქოლოგები, პედაგოგოგები, დაინტერესებული მშობლები და შესაბამისი სამინისტროები და უწყებები.
მათი აზრით, აუცილებელია ახალი ფინანსური მექანიზმის შექმნა საბავშვო კინოს მხარდასაჭერად და ახალი საბავშვო ფილმების გადასაღებად.
პროდიუსერისა და მსახიობის, ნატალია მოკრიცკაიას განცხადებით, საბავშვო კინოს განვითარება მორალური საქმეა და ამჟამად რუსეთში საბავშვო კინოზე მომუშავე პროფესიონალი რეჟისორებისა და სცენარისტების დეფიციტია.