დღეს მედალფას ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში მამოლოგიის, ძუძუს ონკოპლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის მიმართულების კლინიკური ხელმძღვანელი ბექა სამხარაძე და მამოლოგი დავით ცინცაძე იმყოფებოდნენ.
ბექა სამხარაძემ "გურია ნიუსთან" საუბრის დროს განაცხადა, რომ გურიაში პირველად მოხდება ონკოლოგიური სერვისების დანერგვა.
"ეს ყველაფერი "მედალფას" ინიციატივით ხდება. დეტალურად მოხდება გამოკვლევების და დიაგნოზის დადგენა ოზურგეთში და ეს იქნება უფასოდ. კონსულტაციების გაწევა შესაძლებელი იქნება ჩოხატაურის, ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში. ხოლო ოპერაციის ჩატარება ოზურგეთში მოხდება. ამ სერვისის ამოქმედებით აღარ მოუწევთ პაციენტებს თბილისში ან საქართველოს სხვა ქალაქში წასვლა," – გვითხრა ბექა სამხარაძემ.
ოზურგეთის სამედიცო ცენტრ "მედალფას"დირექტორმა, დავით მდინარაძემ ჩვენთან საუბრის დროს თქვა, რომ ეს პროგრამა აპრილის დასასრულს ამოქმედება.