„გურია ნიუსის“ ვებგვერდზე სოფელ შუხუთში გამართული შეხვედრა არასწორი ინტერპრეტაციით შუქდება. გვინდა განვმარტოთ, შუხუთის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის ერთი ნაწილი რამდენიმე დღის წინ მუნიციპალიტეტის გამგებელს შეხვდა, სადაც ბატონმა ზაზამ თავად შესთავაზა, რომ სოფლის მოსახლეობასაც შეხვდებოდა.
იმის გამო რომ 8 აპრილს დაინიშნა საატესტაციო კომისიის სხდომა, ეცნობა გამგებლის წარმომადგენელს ბატონ დავით ფირცხალაიშვილს, რომ შეხვედრა 13 საათსა და 30 წუთზე შედგებოდა. მუნიციპალიტეტის გამგებელი და მოადგილე დღეს შუხუთში ზუსტად ორის ნახევარზე იმყოფებოდა.
ახლა რაც შეეხება კახა ასკურავას ბრალდებას _ ბატონი კახა რატომ არ საუბრობს იმ ფაქტზე თუ რატომ აღმოჩნდა ამ სოფლის მოსახლეობა ასეთ დღეში? თავიდანვე რატომ არ გაჰყვა ცენტრალურ მაგისტრალს გაზის მილი, რატომ მოხდა გაზის შეყვანა სხვადასხვა უბნებში?! ალბათ, ამ საკითხით საჭირო ინსტანციები დაინტერესდებიან. დღეს მოსახლეობა სწორედ იმ ხელისფლების არასწორი მოქმედების გამო არიან ჩავარდნილი ასეთ დღეში.
რაც შეეხება გვიმბალაურს, ამ საკითხის გადაჭრა ჩვენგან დამოუკიდებლად მოხდა და „ოცნების მაღალჩინოსანთა ინტერესი“ აქ არაფერ შუაშია.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახური
(R)