ამ წუთებში, ჩოხატაური, "გურია ნიუსის" რედაქციაში, "ივლიტას ბიბლიოთეკაში "ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის" გურიის ბიუროს მიერ ორგანიზებული შეხვედრა მიმდინარეობს, რომელიც 9 აპრილს დაღუპული ადამიანების ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით დაიწყო.
შეხვედრას "ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის" გურიის ბიუროს ხელმძღვანელი ნინო ვაშალომიძე უძღვება.
მისი თქმით, შეხვედრაზე მყოფი, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 50-მდე უფროსკლასელი ევროინტეგრაციის, ევროპული ღირებულებების, ნატოს და საქართველოს ურთიერთობების, მოსახლეობაში გავრცელებული ანტიდასავლური მითების და რეალობების შესახებ დღეს ამომწურავ ინფორმაციას მიიღებს.