დღეს გურიის მხარის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა ბეგლარ სიორიძემ და ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ გელა კობალაძემ საჯარო მოხელეებთან ერთად 9 აპრილს გმირულად დაღუპული ნინო თოიძის საფლავი გვირგვინებით შეამკეს.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა ასევე გვირგვინებით შეამკეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი, ეროვნული გმირის ზაზა დამენიას საფლავი და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
"უმნიშვნელოვანესი დღეა, 9 აპრილს გმირულად დაღუპულებმა თავგანწირვის მაგალითი გვიჩვენეს, მათ სისხლს უკვალოდ არ ჩაუვლია, ეს დღე გარდამტეხი აღმოჩნდა ჩვენი, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის ჩამოყალიბების ისტორიაში , მინდა უღრმესი პატივისცემა გამოვხატო და პატივი მივაგო მათ გმირულ ხსოვნა", _ განაცხადა ქალაქის მერმა ბეგლარ სიორიძემ.
(R)































































