ბოლო დროს ოზურგეთის მუნიციპალიტეტსა და ქალა ქოზურგეთში პოლიცია რეიდების კუთხით გააქტიურებულია. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, საპოლიციო რეიდები გახშირებულ ქურდებობს უკავშირდება.
რამდენიმე დღის წინ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში, კიდევ ერთი ქურდობა მოხდა.
"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, ერთ-ერთი შემოქმედელის საცხოვრებელი სახლიდან ტელევიზორი და ლეპტოპი მაშინ გაიტანეს, როცა ოჯახი ერთი წევრი დაბადების დღეს ქალაქ ოზურგეთში რესტორანში აღნიშნავდა. ჩვენს მიერ მპოვებული ინფორმაციით, ქურდობის დროს, დაზარალებული ოჯახის ძაღლიც მოკლეს.
შსს-ს პრესსამსახურში ქურდობის ფაქტს ადასტურებენ და აღნიშნავენ, რომ გაძოძიება დაწყებულია 177 მუხლით, რაც ქურდობას ითვალისწინებს.
"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით კი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ქურდებმა ლორი ("ვიჩნა") მოიპარეს.