ბოლო ათი დღეა ოზურგეთში თხილის ფასი მერყეობს. "გულშიშველას" ფასმა 2 ლარით დაიკლო, ასევე მოხდა ფასის დაკლება "ბერძნულაზეც".
"ვერაფერს გეტყვით, რა იქნება ამ დღეებში. შეიძლება საერთოდ შეჩერდეს თხილის მიღება ან შეიძლება ფასმა აიწიოს. ჩვენზე არაფერი არ არის დამოკიდებული", _ ამბობენ ჩვენთან საუბრისას თხილის პუნქტების მეპატრონეები.
დღეის მდგომარეობით ერთი კილოგრამი "გულშიშველა" 2.80 თეთრი ღირს, ხოლო "ბერძნულა" 3.80 ლარი.