"გურია ნიუსის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კურორტ გომისმთაზე სნოუბორისტი გიორგი წერეთელი და მისი მეგობრები იმყოფებოდნენ.
"შარშან გავიცანი გიორგი და მითხრა, რომ ზამთარში მინდა ავიდე გომისმთაზე. მოკლედ კურორტზე ასვლა 7 აპრილს მოგვიწია. 9 კილომეტრი ფეხით გავიარეთ. კურორტზე დაახლოებით 2-4 მეტრამდე თოვლია", _ გვითხრა ალპინისტმა, მერაბ სანიკიძემ.
მისივე თქმით, გიორგი წერეთელმა სნოუბორდით ისრიალა და ასევე კლიპის გადაღება აქვს დაგეგმილი.
"ეს არის უნიკალური კურორტი. 9 ადამიანი ვიმყოფებოდით სამი დღით. ძალიან მაგარი შეგრძნება იყო. ახლა კი ველოდებით, როდის დასრულება კლიპის გადაღება გომისმთაზე. ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი უნდა დაინტერესდეს ამ კურორტით", _ აღნიშნა სანიკიძემ.
"გურია ნიუსი" გთავაზობთ მერაბ სანიკიძის მიერ გადაღებულ ფოტორეპორტაჟს გომისმთიდან.