NDI-ს სოციალური კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 77% საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა, ხოლო 14%-სთვის ეს მიუღებელია.
კითხვაზე, ეთანხმებით თუ არა, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა სარგებელს მოუტანს ხალხს, 76 პროცენტი ამბობს, რომ ეთანხმება, 17 პროცენტი ამბობს, რომ _ არა, ხოლო 7-მა პროცენტმა არ იცის.
NDI-ს სოციალური კვლევისთვის საველე სამუშაოები 23 თებერვალი-14 მარტის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით ჩატარდა, 3900 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.