https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპი – მე შევაჩერე ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში

    ვოლოდიმირ ზელენსკი _თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება

    ანტონიო გუტერეში – აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლის შეთანხმების ვადის გასვლა სახიფათო მომენტს წარმოადგენს

    სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია _ ილონ მასკი

    ირანში, აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – დნიპროში ავტობუსზე თავდასხმა აშკარა დანაშაულია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

სად იყო აკაკი ბაქრაძე 1989 წლის 9 აპრილს

15:04; 11.04.2016
ისტორია
Share on FacebookShare on TwitterEmail

1989 წლის 9 აპრილიდან ხშირად გაისმის ფორმალებისგან თუ არაფორმალებისგან შეკითხვა – სად იყო აკაკი ბაქრაძე ამ დღეს. ამ შეკითხვას ნათელს ჰფენს ჩვენს რედაქციაში მოტანილი, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი აქტიური წევრის, ბატონ ვანო თვალავაძის ჩანაწერები.

ქართული ეროვნული მოძრაობის აღმავლობის პერიოდებში ყოველთვის თავს იჩენდა აფხაზი სეპარატისტების გააქტიურება, ანტიქართული ქმედებების გაძლიერება. ასე იყო 1968 წელს, 1978 წელს, 1989 წელს.

1989 წელს, ცნობილი „ლიხნის წერილის“ შედეგად აფხაზეთში მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბა. უდიდესი მღელვარება მოჰყვა ამ წერილს მთელ საქართველოში და განსაკუთრებით თბილისში. მიმდინარეობდა ხალხმრავალი მიტინგები მოსახლეობის ფართო მონაწილეობით. აპრილში დაიწყო დემონსტრაციები და გაფიცვები.

5 აპრილი.

თბილისში უდიდესი დემონსტრაციაა. მონაწილეობს თითქმის ყველა უმაღლესი სასწავლებელი, სკოლები, საწარმო-დაწესებულებანი, რაიონის წარმომადგენლები. გაფიცულია საწარმო-გაერთიანება "ელვა".

6 აპრილი.

დილის 9 საათიდან საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ადმინისტრაციული კორპუსის კიბეებზე დაიწყო სტუდენტთა მჯდომარე გაფიცვა. მიმდინარეობს მიტინგი.

12 საათზე რუსთაველის საზოგადოებაში ვინახულე ბატონი აკაკი ბაქრაძე. იგი ესაუბრებოდა აფხაზეთის რუსთაველის საზოგადოების წარმომადგენლებს, მალხაზ პატარაიას და სხვებს. 8 აპრილს ბატონი აკაკი გულრიფშის სანქცირებულ მიტინგზე მიიწვიეს. შევთანხმდით, რომ ჩვენც მასთან ერთად გავემგზავრებოდით აფხაზეთში.

7 აპრილი.

დილიდან დაიძრნენ დემონსტრანტები. გაფიცულია თბილისის ყველა ინსტიტუტი, დაწესებულება, საწარმოთა ნაწილი. რუსთაველი ვერ იტევს ხალხს – დროშები, ტრანსპარანტები, ლოზუნგები. საოცარი ერთსულოვნება, ურთიერთსიყვარული სუფევს.

საღამოს 7 საათზე შევიკრიბეთ ბატონ აკაკი ბაქრაძესთან ბინაში. 8 საათზე სოხუმისკენ გავემგზავრეთ: აკაკი ბაქრაძე, ჯაბა იოსელიანი, ვანო თვალაძე, დავით უკლება, დავით ბახტაძე, გიორგი პაპავა, გურამ სანაძე, გოგი ლორთქიფანიძე, პაპუნა ჯავახაძე, ნიკო ნიკოლოზიშვილი, ვაჟა მეგრელიშვილი, ზურაბ ქუთელია და ლევან ბერძენიშვილი.

გამგზავრებისას ბატონ აკაკის ვკითხე, თუ რით შეიძლება დამთავრდეს თბილისის ამბები. ბატონმა აკაკიმ – მეტისმეტად საშიში სიტუაციაა, ჩვენ უსისხლოდ გადავრჩით 1988 წლის ნოემბერში, ახლა ალბათ უსისხლოდ ვერ გადავრჩებითო. აფხაზეთში გველოდებიან, იქაც საშიში მდგომარეობაა და ჯობია, იქ გავემგზავროთო.

ღამის პირველ საათზე ჩავედით ქუთაისში. მიგვიღო დემურ ლოლუას ოჯახმა. ვივახშმეთ, მოვისვენეთ და დილის 10 საათზე გავემგზავრეთ სოხუმისკენ. ზუგდიდის მისადგომებთან შეგვაჩერეს. როგორც ჩანს, თბილისიდან იყო შეტყობინება – არ გავეშვით (გვითხრა კიდეც მილიციის ორმა თანამშრომელმა, მთელი ღამე გავათენეთ თქვენს ლოდინშიო).

ზუგდიდის ქალაქის კომიტეტში მოლაპარაკების შემდეგ გაგვიშვეს. 14 სთ. 45 წუთზე შევედით გულრიფში. მიტინგი რაიკომის შენობასთან, დიდ მოედანზეა დანიშნული. 30 ათასამდე ქართველია თავშეყრილი.

8 აპრილი.

გულრიფში, 15 საათი. მიტინგი გულრიფშის რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარემ გულადი ძიძიგურმა გახსნა. დაგმო „ლიხნის წერილი“ და ხელმომწერნი. სიტყვით გამოვიდა შოთა ჯღამაძე, გულრიფშის რუსთაველის საზოგადოების გამგეობის წევრი. მოითხოვა ბაგრატ შინკუბასა და ივანე თარბას, როგორც ლიხნის წერილის ავტორებს, ჩამოერთვათ რუსთაველის პრემია.

აკაკი ბაქრაძე – „ბატონებო და ქალბატონებო! მოგახსენებთ ყველა ფორმალური და არაფორმალური გაერთიანებების სახელით. გაფიცული თბილისის სახელით, იმათი სახელით, ვინც თელავში, გორში, ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდშია გაფიცული. დღეს საქართველო ერთიანია. აფხაზეთი იყო საქართველოს ნაწილი, არის და დარჩება სამარადისოდ. არ არსებობს ძალა, რომელიც აფხაზეთს მოსწყვეტს საქართველოს. ვიყოთ მშვიდად, ერთად და აუცილებლად გადავჭრით ყველა პრობლემას. როგორი შეურაცხყოფაც არ უნდა მოგვაყენონ, ჩვენ არ უნდა დავკარგოთ ჩვენი სიკეთე. თქვენ იცით ვეფხვისა და მოყმის ამბავი, მინდიას სიყვარული სამყაროსადმი, აკაკის გამზრდელი. აქ გამოხატულია ქართული სული… თუ საჭირო იქნება, სისხლსაც დავღვრით. საქართველოს მთელი ისტორია სისხლის ღვრაა – ჩვენ ვიბრძოდით, არც ახლა დავიხევთ უკან, თუ საჭირო იქნება…

"რაც მტრობას დაუქცევია, სიყვარულს უშენებია". ვიბრძოლოთ სიყვარულის დროშით. მოწინააღმდეგე უღირსია, მაგრამ ჩვენ ვიყოთ ღირსეულნი. ჩვენ აუცილებლად უნდა განვასხვავოთ აფხაზი და აფსუა ხალხი. გაუმარჯოს ერთიან საქართველოს და ამ ერთიან საქართველოს მტერი ვერასდროს ვერც დაამარცხებს, ვერ დაანაკუწებს".

8 აპრილს საღამოს, სოხუმის გარეუბანში, აჩადარაში შევიკრიბეთ, უნივერსიტეტის ასპირანტ ბესო ოდიშარიას ოჯახში. მოვიდნენ სოხუმის ხვალინდელი მიტინგის ორგანიზატორები. გაიმართა თათბირი.

იმ საღამოს ჩვენ აჩადარაში დავრჩით. დილით, ექვს საათზე, თბილისიდან ჩვენი მასპინძლების ქალიშვილმა დარეკა. ტელეფონი ბატონმა აკაკი ბაქრაძემ აიღო. მივიღეთ ინფორმაცია თბილისის ტრაგედიის შესახებ – დაღუპულია 16 ადამიანი.

9 აპრილი.

დილით გავემგზავრეთ სოხუმში. მიგვიღო აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარემ ოთარ ზუხბაიამ: აკაკი ბაქრაძე, ჯაბა იოსელიანი, მე და სოხუმის მიტინგის ორგანიზატორი, ნ. მგალობლიშვილი.

სოხუმში მდგომარეობა უკიდურესად დაძაბულია. კბილებამდე შეიარაღებული მრავალრიცხოვანი რუსის ჯარი მზადაა მიტინგის დასარბევად… მოსალოდნელია დიდი ტრაგედია. მიტინგი 12 საათზეა დანიშნული. ხალხი უწყვეტ ნაკადად მოედინება საზღვაო პორტის მოედნისაკენ. მიტინგის ჩაშლა ან გადადება უკვე შეუძლებელია.

12 საათისათვის მინისტრთა საბჭოს შენობიდან ფეხით გავემართეთ მიტინგის ადგილისაკენ. მოედანი, მიმდებარე ქუჩები, სახლის სახურავები ხალხითაა სავსე. ხალხმა უკვე იცის თბილისის ტრაგედიის ამბავი. აუცილებელი იყო მიტინგის დაშლა და მოედნის გათავისუფლება, წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება უდიდესი ტრაგედია. აკაკი ბაქრაძე ავიდა ტრიბუნაზე და მოკლედ მიმართა ხალხს:

„თბილისში მოხდა დიდი ტრაგედია – რუსეთის ჯარის ნაწილებმა მთელი სისასტიკით დაარბიეს მთავრობის სახლის წინ მიმდინარე მიტინგი, მოშიმშილეები. გამოიყენეს ტანკები, ნიჩბები, ხელკეტები, მომწამვლელი აირები და სხვა. არიან დაღუპულები, დაჭრილები, მოწამლულები“.

ბატონმა აკაკიმ მიტინგის მონაწილეებს აუწყა, თუ როგორი მძიმე შედეგებით შეიძლება დამთავრდეს სოხუმის მიტინგი. ხალხს მოუწოდა სიმშვიდისაკენ. სიტუაციიდან გამომდინარე, საჭიროდ მიიჩნია მიტინგის დამთავრება და სთხოვა ხალხს, უხმაუროდ დაბრუნებოდნენ თავიანთ სახლებს. ხალხი ტიროდა. ხალხმა სწორად შეაფასა შექმნილი მდგომარეობა და ორგანიზებულად და ოპერატიულად დაიშალნენ.

ჩვენ ისევ მთავრობის შენობაში დავბრუნდით. შუადღის ორ საათზე გამოვემგზავრეთ თბილისისაკენ. საღამოს 9 საათსა და 50 წუთზე შემოვედით ქალაქში. პეკინის ქუჩაზე გზა გადაგვიღობეს შავი ნაჭრებით თავშეხვეულმა ახალგაზრდებმა, რომლებმაც გვაუწყეს, რომ რამდენიმე წუთში დაიწყებოდა კომენდანტის საათი და ამას რუსის ჯარის მიერ შეიძლება მოჰყვეს რაიმე განუკითხაობაო. გვთხოვეს, წავსულიყავით სახლებში. ჩვენც დავემორჩილეთ.

10 აპრილი.

უნივერსიტეტი. გაბოროტებული და გამძვინვარებული ქართველობა. მოითხოვენ საქართველოს ხელმძღვანელი პირების გადადგომას და დასჯას. მიტინგების და აქციების ლიდერების ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას, გიორგი ჭანტურიას და სხვების პატიმრობიდან განთავისუფლებას. წერეთელი იმალება. მალე იგი უნივერსიტეტში გამოჩნდა მხლებლებთან ერთად. ეზოში დიდძალი ხალხია. გამოჩნდნენ რუსი ჯარისკაცები, შეიარაღებულნი ტანკებით. მოითხოვეს ეზოს დაცლა. დაარბიეს და გაფანტეს ხალხი. მოითხოვეს უნივერსიტეტის შენობის განთავისუფლება. მარიამ ლორთქიფანიძემ განაცხადა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში სისხლი არ უნდა დაიღვაროსო და გვთხოვა, უნივერსიტეტის შენობა ყველას დაგვეტოვებინა. ამ დროს აკაკი ბაქრაძე ვახტანგ გოგუაძის კაბინეტში ადგენდა მიმართვას ქართველი ხალხისადმი…

შემოვიდნენ ორგანოების თანამშრომლები. ერთ-ერთმა პოლკოვნიკმა (თუ არ ვცდები, იგი გივი ბარელაშვილი უნდა ყოფილიყო) გვთხოვა, დაუყოვნებლივ დაგვეტოვებინა უნივერსიტეტის შენობა, რადგანაც მოსალოდნელი იყო რუსი ჯარისკაცების შემოჭრა.

ჩვენ, ბატონი აკაკი, დათო კულება და მე გვერდითი გასასვლელიდან გაგვიყვანეს. ბატონი აკაკი თვითონ ორგანოს მუშაკებმა წაიყვანეს სახლში.

"რეზონანსი", 5 აპრილი, 2000 წელი

გაზიარება2Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

ისტორია

ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

11:25; 5 თებერვალი, 2026
ისტორია

ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

10:45; 14 იანვარი, 2026
ისტორია

“ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

15:02; 12 იანვარი, 2026
ისტორია

“ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

12:35; 4 იანვარი, 2026
ისტორია

გურული ისტორიები

10:27; 18 დეკემბერი, 2025

შვედეთის მეფე სკანდალში გაეხვია

თიბისი გალერეა გამოფენას უმასპინძლებს

ყველა სიახლე

სამართალი

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

10:57; 8.02.2026
სამართალი

მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

10:51; 8.02.2026
ზაფრანი

სლავა და ბობიკა

10:29; 8.02.2026
ზაფრანი

„დავსაჯეთ, შავ დღეში ჩავაგდეთ გაბელიაო…“

10:16; 8.02.2026
სამართალი

სპეცოპერაცია რუსთავში- დაკავებულია რამდენიმე პირი

9:57; 8.02.2026
ზაფრანი

“18 წლის ვიყავი, როცა”- ალექსანდრე ჩივაძე პირველი შეკრების შესახებ

9:45; 8.02.2026
საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტო საზოგადოებას აფრთხილებს

18:39; 7.02.2026
საზოგადოება

როგორ იზრდებიან ზარმაცი შვილები – რა არის ამ დროს მშობლის ბრალი

15:28; 7.02.2026
საზოგადოება

იგეგმება თუ არა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში სარემონტო სამუშაოების დაწყება

15:22; 7.02.2026
სამართალი

შსს: ამოღებულია ტყვიამფრქვევი, 2 მჭიდი, 26 საბრძოლო ვაზნა და „გამომშრალი მარიხუანა“

15:08; 7.02.2026
საზოგადოება

მამალაძე, იქ, სადაც მიდიხარ, ვერ გაგიშვებთ _ სკოლა დაღუპულ მოსწავლეს ემშვიდობება

15:01; 7.02.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – გვაქვს მკაფიო გეგმები ეკონომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიმართულებით

12:22; 7.02.2026
საზოგადოება

ხვალიდან ამინდი მკვეთრად უარესდება _ უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

12:03; 7.02.2026
პოლიტიკა

“მე წავალ, მე დავჯდები, ჩემი გულისთვის ვის დავაჭერინებ?” _ ვასილ ჩიგოგიძე

11:32; 7.02.2026
Businessman, builder, nurse, architect. Isolated over white background
ზაფრანი

რომელი პროფესია უნდა აირჩიოთ   

10:33; 7.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

10:26; 4.02.2026
0

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო